ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

vigacam gugulis budes gadaufrina

“ის თუ გიჟია,მაშინ შენ ვინ ხარ?”

ფილმი 1962 წელს გამოცემული კენ კიზის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით არის გადაღებული. 1975 წელს მილოშ ფორმანმა შექმნა ნამდვილი შედევრი, რაშიც მსახიობების უბადლო შესრულებაც დაეხმარა. ჯეკ ნიკოლსონი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ფილმში, ოსკარის მფლობელიც გახდა.

ფილმის იდეა თავისუფლების მუდმივ სწრაფვაში მდგომარეობს. სიუჟეტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვითარდება, სადაც ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს. ფსიქიურად დაავადებული ადამიანები, წყნარი მუსიკა, ავტორიტარი მედდა. თუმცა ჩნდება ერთი პაციენტი, რომელიც სისტემის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. იგი პაციენტებს მედდის წინააღმდეგ ამხედრებს, აფხიზლებს, ცდილობს მიახვედროს, რომ ისინი მედდის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ არიან მოქცეულები.

ფსიქიატრიული საავადმყოფო ტოტალიტარული სახელმწიფოს განსახიერებაა. მედდა კი ერთპიროვნულ მმართველს განასახიერებს. თუმცა ყოველთვის ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სისტემის წინაშე იწყებენ ბრძოლას, აფხიზლებენ ადამიანებს და შთააგონებენ თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეას.

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულა: 5. სულ 2 შეფასება.
თქვენ რამდენ ქულას დაუწერდით სტატიას?

2 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *